GD Banner
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ჩავატარებთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს და საქართველო რეგიონში დარჩება როგორც სამაგალითო ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების მხრივ

არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ეზრა ზეიას განცხადებას ეხმაურება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ეზრა ზეიას განცხადება გაუგებარია, რადგან ქვეყანა და ინსტიტუტები დემოკრატიულად ვითარდება.

„ყველა მიმართულებით საქართველოს დღეს აქვს უფრო ძლიერი და უფრო ევროპული დემოკრატია. შესაბამისად, ამას სჭირდება ობიექტური შეფასება ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც.

ჩვენი ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად, განაგრძობს დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას. ჩვენ ჩავატარებთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს და საქართველო რეგიონში დარჩება როგორც სამაგალითო ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების მხრივ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ეზრა ზეიამ შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ცესკოს თავმჯდომარესთან, ონლაინ მედიის წარმომადგენელთა ნაწილთან. მოგვიანებით მან მედიასთან კომენტარი გააკეთა, თუმცა დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა