GD Banner
უცხოური მედია

ჯო ბაიდენმა ნატო-ს სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის შეცდომით „პრეზიდენტი პუტინი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატო-ს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგენისას მას შეცდომით „პრეზიდენტი პუტინი“ უწოდა.

„ახლა კი მსურს, სიტყვა გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს იმდენი გამბედაობა, რამდენიც მონდომება. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა შეცდომა მალევე გამოასწორა, ვიდრე ზელენსკი მიკროფონთან მივიდოდა.

„პრეზიდენტი პუტინი? პრეზიდენტი ზელენსკი. მე ისეთი ორიენტირებული ვარ პუტინის დამარცხებაზე…“ – დასძინა ბაიდენმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,742 ნახვა