GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: მოღალატეს, აგენტს ეძახდნენ პრეზიდენტს… ეს მარგინალური ოპოზიცია მორალისგან არის დაცლილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ლელოს“ და „საქართველოს“ შესაძლო გაერთიანების შესახებ დასმულ კითხვას გამოეხმაურა. 

დეპუტატის თქმით, მორალისგანაა დაცლილი თითოეული მარგინალური ოპოზიცია.

„ერთმანეთს რაც აკადრეს, აგინეს, ხან რა ეძახეს და ამის შემდეგ ერთად დადგები და ამომრჩეველს ეტყვი, ჩვენ ერთი გუნდი ვართო და კოალიციურად მთავრობაში უნდა მოვიდეთო, ვინ დაგიჯერებს. არ მგონია, მთლად ასეთი დეგრადაციაც იყოს, თუმცა, ახლა გამახსენდა, კაცო, მოღალატეს, აგენტს ეძახდნენ პრეზიდენტს და კიდევ რაღაცებს, უხერხულია და ამას თქვენს მსმენელებს არ ვაკადრებ.

ასეთებს რომ ეძახდნენ გვარამიები, ჯაფარიძეები, ჩახდილებს ვგულისხმობ, პლუს ხოშტარიები და დღეს ერთ პლატფორმაში არიან გაერთიანებული. გუშინ ვუსმენდი, „პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დავუჭირე და ხელი მოვაწერე, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთო“, მორალისგანაა დაცლილი თითოეული ეს მარგინალური ოპოზიცია. არც იმას გამოვრიცხავ, ის ძველი თაღლითები და აქეთ გახარია, რომელმაც გუნდი ყველაზე რთულ სიტუაციაში მიატოვა, არაკაცური საქციელი ჩაიდინა, წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე გვიმტკიცებდა, მელია უნდა დავიჭიროო, სამართლებრივი სახელმწიფო არისო, პირადად მე შეურაცხყოფაც მომაყენა“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუას

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,334 ნახვა