GD Banner
უცხოური მედია

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდა. ფლორიდაში ვიზიტის შესახებ უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

აღნიშნული შეხვედრა ზელენსკისთან, პუტინთან და სი ძინ პინთან მოლაპარაკებების გაგრძელების ფორმატში მოხდა.

დონალდ ტრამპმა ორბანს მადლობა გადაუხადა თავის სოცქსელში TruthSocial.

„მსოფლიომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა იმოქმედოს. ზედმეტად ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო“,-წერს ექსპრეზიდენტი.

უნგრეთის პრემიერის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრა გაიმართა ვიქტორ ორბანის „მშვიდობისმყოფელი მისიის“ ფარგლებში. – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,959 ნახვა