GD Banner
პოლიტიკა

საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში არანაირი თანხა არ შედის, ამიტომ ცოტა გაუგებარია, რას ეხებოდა ელჩის განცხადება

x

არ შეესაბამება სიმართლეს – არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს. ამიტომ, ცოტა გაუგებარია, რას ეხებოდა ეს განცხადება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებას.

მისი თქმით, გაღიზიანებული რეაქციები, რასაც პარტნიორების მხრიდან ხედავენ, არ შეესაბამება ევროპული ღირებულების შესაბამის რეაქციებს.

„არ შეესაბამება სიმართლეს. საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში არანაირი თანხა არ შედის. არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს. ამიტომ, ცოტა გაუგებარია, რას ეხებოდა ეს [განცხადება]. საბიუჯეტო დახმარება არის სპეციფიკური ფინანსური დახმარების ინსტრუმენტი, რომლის ქვეშაც საბიუჯეტო დახმარება იგულისხმება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან შეაფასა ევროპელი ელჩების ბოლოდროინდელი განცხადებები და აღნიშნა, რომჰქონდა მოლოდინი, რომ მათგან მოისმენდა დაპირებას, რომ მათი ქვეყნიდან შემოსული თანხა იქნება გამჭვირვალე.

„რაც შეეხება კომენტარებს, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენ, სამწუხაროა. მოლოდინი მქონდა, რომ ევროპელი ელჩებისგან მოვისმენდი დაპირებას, რომ მათი ქვეყნიდან შემოსული თანხა გამჭვირვალე იქნება და ქართველ ხალხს ეტყვიან, ვის, რისთვის და რამდენს აძლევენ ამ ფულს. ნაცვლად ამისა, რაღაც გაბრაზებული კომენტარები გვესმის, არ ვიცი ზოგიერთ დიპლომატს ემოციებში რატომ გადასდის, მაგრამ ისეთი კომენტარები გვესმის, რაც არ მგონია რომ სერიოზული აღქმა იყოს იმ გამოწვევისა, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება დგას.

ქართველებმა მკაფიოდ თქვეს, რომ მათი სურვილია, იცოდნენ მეტი იმის შესახებ თუ რა ფული შემოდის, სად მიდის და რაში იხარჯება. ჩვენ ამის საპასუხოდ ვხედავთ გაღიზიანებულ რეაქციებს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ევროპის ღირებულებების შესაბამისი რეაქცია. ამიტომ, მე ერთადერთი მოწოდება მაქვს, ყველა დაუბრუნდეს იმ ჩვენ საერთო ღირებულებებს, რომელსაც ვიზიარებთ – გამჭვირვალობის, საჯაროობის და ურთიერთპატივისცემის ღირებულებებს. დაუბრუნდნენ მათ და ამ ღირებულებებით იმოქმედონ გამჭვირვალედ ქართველი ხალხის წინაშე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, რაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია.

მისივე განმარტებით, ამ მიზეზით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დროებით შეაჩერონ დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას გაუძლიერონ.

„საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა, ესე იგი გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა მის ევროპულ გზაზე, ყველა სფეროში“, – განაცხადა შერაზ გასრიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა