GD Banner
პოლიტიკა

რობინ ვაგენერი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება – ამის შანსი არ არის

გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებაა. როგორც ის აცხადებს, ევროკავშირის დედაქალაქების ერთობლივი პოზიცია მკაფიოა – ამ გზით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება.

რობინ ვაგენერი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, “რატომ გადაუხვია საქართველოს ხელისუფლებამ დასავლურ კურსს და აღნიშნული კანონის მიღებით ქვეყნის ევროინტეგრაცია შეაჩერა”.

როგორია თბილისისა და ევროკავშირის დედაქალაქებს შორის ურთიერთობა ახლა, როდის და რა სახის რეგულაციები და ზომები შეიძლება დაწესდეს ოფიციალური ბერლინისა და ბრიუსელის მიერ და იქნება თუ არა აღნიშნული კანონის გაუქმება საკმარისი იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს? – ამ და სხვა თემებზე გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

– ცოტა ხნის წინ თქვენ მონაწილეობა მიიღეთ თბილისში გამართულ კონფერენციაში „ევროკავშირის გაფართოებაგეოპოლიტიკური საჭიროება და შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“. გარდა ამისათქვენ გქონდათ შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანროგორ შეაფასებდით ამ შეხვედრებსრა იყო თქვენი დისკუსიის ძირითადი თემები და გზავნილები?

– ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განვიხილეთ და რაც საქართველოსთვის ამ მომენტისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ევროკავშირში წინსვლისთვის, არის ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ საკითხი, მაგრამ ასევეა LGBTIQ-ს წინააღმდეგ კანონმდებლობა, რომელიც მიღების პროცესშია და ასევე, ძალიან პოლარიზებული რიტორიკა ამ მომენტში. ეს არის ძალიან აგრესიული სიტუაცია.

გარდა ამისა, იყო დიდი შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან და მე ძალიან ნათლად განვაცხადე გუშინ კონფერენციაზე და ასევე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, რომ ამ კანონთან ერთად აღარ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება. ამ კანონმდებლობით და ამ გზით ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება და ეს განცხადება ძალიან მკაფიოდ გააკეთა ევროპულმა საბჭომ, გერმანიის კანცლერმა. მე ვარ აქ, რათა მოგაწოდოთ კიდევ ერთხელ ეს შეტყობინება.

ipn

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,302 ნახვა