GD Banner
პოლიტიკა

„ოცნებამ“ თავი მოგვჭრა საქვეყნოდ, ამ სირცხვილისგან 26 ოქტომბერს განვთავისუფლდეთ“ – გიორგი ვაშაძე

“ოცნების” დანაშაულებრივმა ქმედებამ სამწუხაროდ, ბოლომდე ჩამოშალა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესი – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, უმძიმესი ვითარებაა საგარეო ასპარეზზე და გუშინ “MEGOBARI აქტი”-ის მიღებით, უფრო მკაფიო გახდა, რა რეალობის წინაშე ვდაგავრთ დღეს. ამიტომაც, ვაშაძე ერთადერთ გამოსავალს 26 ოქტომბრის არჩევნებში ხედავს.

26 ოქტომბერს “ოცნებამ“ თავი მოგვჭრა საქვეყნოდ, ამ სირცხვილისგან განვთავისუფლდეთ, ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ – ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.

„ალბათ, ყველას გვაქვს დიდი კითხვა, რა ხდება საგარეო ასპარეზზე? რა ხდება ამდენი ერთდროული ქმედება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, სამწუხაროდ “ქართული ოცნების” დანაშაულებრივმა ქმედებამ სამწუხაროდ ბოლომდე ჩამოშალა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესი, ბოლომდე ჩამოშალა ჩვენი მეგობრული ურთიერთობა ჩვენს  პარტნიორ ქვეყნებთან. 
დაფინანსებას აჩერებს საფრანგეთი, გერმანია, ამერიკა. სამწუხაროდ ამას ალბათ მიყვება სხვა ქვეყნებიც, ნატოს კომუკინეშია აღარ არის საუბარი საქართველოზე როგორც ნატოს მომავალ წევრ ქვეყანაზე და უმძიმესი ვითარება არის საგარეო ასპარეზზე, უფრო მეტიც, გუშინ “MEGOBARI აქტი”-ის მიღებით, უფრო მკაფიო გახდა რა რეალობის წინაშე ვდაგავრთ დღეს. ხელში მიჭირავს ეს “MEGOBARI აქტი”, რომელსაც ორი მნიშვნელივანი განზომილება აქვს, თუ ჩვენ 26 ოქტომბერს ვცვლით ხელისუფლებას და  ვაგრძელებეთ დასავლური ინტერგრაციის გზას, ჩვენ ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს: უვიზო მიმოსვლა ამერიკასათან, თავისუფალი ვაჭრობა, ამერიკული ინვესტიციები, თავდაცვის უნარის გაძლიერება, იგივე ევროკავშირთან და სხვა მიმართულებით. თუ ეს ავტორიტატული რეჟიმი რჩება ქვეყანაში საქართველო ექცევა იზოლაციაში და გვემუქრება ეკონომიკური კოლაფსი, გვემუქრება კიდევ ერთი მიგრაცია, კიდევ ერთი გაჭირვება, კიდევ ერთი შიმშილობა და კიდევ უფრო მეტი საზღვარგარეთ გადახვეწილი მოსახლეობა, აქ ძალიან მკაფიოა ვითარება.

ალბათ მთავარი კითხვა, რაც აქვს საზოგადოებას სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის ერთიანობაში, იმისათვის, რომჩვენ გადავრჩეთ, იმისათვის რომ ჩვენ ამ ძნელბედობის ჟამს  გადავრჩეთ საჭიროა, რომ ჩვემ ყველანი დავდგეთ ერთად.იმისათვის , რომ საქართველო წავიდეს წინ ეხლა ერთიანობა არის საჭირო. აი ის პოზიტიური გზავნილები, ისე დელეგაციები რომელიც ჩამოდის მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი აქციების დროს, ახალგაზრდების თუ უფროსი თაობების მასიური პროტესტის დროს, მთელმა მსოფლიომ  დაინახა ქართველი ერის ერთიანი ნება, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის და დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი. თანაბარი თანაბართა შორის და მთავარი საკითხი დიახ, ჩვენი ამოცანაა 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება”, რომელმაც თავი მოგვჭრა საქვეყნოდ, ამ სირცხვილისგან განვთავისუფლდეთ, “ქართული ოცნება” ეს არის საქართველოს სირიცხვილი, რომლისგანაც ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, საქართველოს გადაარჩენს ერთიანობა, მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა და ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ყველანი ერთად დავდგეთ და წინ დიდი გამარჯვებისკენ!”, – განაცხადა ვაშაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,168 ნახვა