საქართველოს პარლამენტის პირველი სპიკერი, გია ვოლსკი საფრანგეთის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ეს დემარშია“.
„ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დემარში, რომელიც არ ეკადრება იმ ქვეყანას, რომელმაც კანონი მიიღო გამჭვირვალობის შესახებ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს ნებისმიერს, ვინც არ შეავსებს დეკლარაციას. ამ ქვეყნის წარმომადგენელი რომ დღეს მუშტებს გვიქნევს არასწორია და აქედან გამომდინარეობს ეს ეჭვები, ომის ქარცეცხლში საქართველოს შეყვანის წინაპირობა ხომ არ იქმნება ხელისუფლების შეცვლიდან გამომდინარე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში – საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რომ დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა“.