GD Banner
პოლიტიკა

ნიკა გვარამია: ჩემთან დაკავშირებით კეთდება განცხადებები, რომ მელია მყავს მძევლად და ტროას ცხენი ვარ

რატომ ვერ მოხდა “ევროპულ საქართველოსთან” შეთანხმება? – ნიკა გვარამიას თქმით, არსებობს წითელი ხაზები, რომელიც არსებობს როგორც ახალი გაერთიანების მხრიდან, ისე “ევროპული საქართველოს” მხრიდან.

გვარამიას თქმით, გიგა ბოკერიასთან ორივე მხარეს არსებულ წითელ ხაზებზე ისაუბრეს.

„მე გიგასაც ველაპარაკე, ბევრი მიმართულებით ჩვენი პოზიციები საკმაოდ ახლოს არის, მაგრამ მოდი ვთქვათ საჯარო განცხადებებზე, რომელიც გაკეთდა იმაზე, რომ უნდა იყოს კონკრეტული შეფასებები თავდასხმის ფორმატში, მათ შორის ამაში გემოვნების საკითხია, ზოგადად აკრძალული კი არ არის, მაგრამ ჩვენ ხელმოწერილი გვაქვს თავდაუსხმელობის პუნქტი ხელშეკრულებაში, “ევროპულმა საქართველომ” თავი შეიკავა ამისგან, არ ვიძახი დასაძრახად, ეს მათი პოლიტიკური არჩევანია, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი წითელი ხაზი – აქ არ არის საუბარი იმ ადამიანებზე, მაგალითად, კეზერაშვილზე, აქ არის პოლიტიკურ თავდასხმებზე საუბარი. მათ შორის ჩემთან დაკავშირებითაც კეთდება განცხადებები, რომ მელია მყავს მძევლად და ტროას ცხენი ვარ, მე ვგულისხმობ ევროპული საქართველოს ლიდერშიპის პოსტს, მე პირად პრობლემად არ ვიღებ – ამ გაერთიანებაშიც პრობლემები იყო…

განსხვავებებზე ზემოთ დგომა, მათ შორის, ჩემი აზრით უნდა შესძლებოდა “ევროპულ საქართველოსაც”, ამ წუთში, ჩემი აზრით, “ევროპული საქართველო” ამის მზაობას არ ასხივებს,” – ამბობს გვარამია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,737 ნახვა