GD Banner
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ჩვენ ვართ მძევალი ევროინტეგრაციის საკითხისა და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია სასწრაფოდ დისკუსიის გახსნა, რომ საქართველომ მოიპოვოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი

თავიდან ბოლომდე ტყუილია ეს განცხადება, დაწყებული მისი საფუძვლებიდან, რაზეც მიუთითა ელჩმა. პირველ რიგში, კითხვა ის არის, რის შეჩერებას აპირებს საფრანგეთი, რაც არ არსებობს რეალურად? საქართველოს ბიუჯეტი არანაირად არ არის დამოკიდებული არც საფრანგეთისგან მიღებულ დახმარებებზე, არც რომელიმე გაერთიანების ან რომელიმე ცალკეული სახელმწიფოსგან მიღებულ შემოსავლებზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა საფრანგეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

შაქარიშვილის თქმით, საქართველო მძევალია ევროინტეგრაციის საკითხისა და უნდა გაიხსნას დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მოიპოვოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი, რათა შანტაჟს აღარ ჰქონდეს ადგილი და ვერ მოხდეს პოლიტიკურ სივრცეზე ნეგატიური ზემოქმედება.

„საქართველო ცხოვრობს და ვითარდება იმ ფინანსებით, იმ ფულით, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიგნით გენერირდება, რომელ გადასახადებსაც ქართული ბიზნესი და საქართველოს მოქალაქეები იხდიან. ბოლო წლებში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი სწორედ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს და ეს ბიუჯეტი ხმარდება პოლიციის, ჯარის, განათლების სისტემის და სხვა მიმართულებების დაფინანსებას. ასე, რომ ეს არის უდიდესი ტყუილი, რომ საქართველო რამენაირად დამოკიდებულია რომელიმე ქვეყნის ფინანსურ დახმარებაზე. მაგრამ აქ მთავარი ის არის, ზოგადად რატომ აძლევენ ასეთი ნაბიჯების უფლებას საკუთარ თავს – ჩვენ ვართ მძევალი ევროინტეგრაციის საკითხისა და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია სასწრაფოდ გახსნა დისკუსიისა და ლაპარაკის დაწყება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მოიპოვოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი.

სწორედ ეს მიგვაჩნია ყველაზე ეფექტურ გზად, იმისათვის რომ ასეთ ნაბიჯებს, ასეთ შანტაჟს აღარ ჰქონდეს ადგილი და ასეთი გადაწყვეტილებებით ვერ მოხდეს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეზე ნეგატიური ზემოქმედება, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით რას ისახავს ასეთი შანტაჟი მიზნად, ეს არის საქართველოში მღელვარების გამოწვევა, ისეთი მღელვარების, რომლის საფუძველზეც არასაარჩევნო, არადემოკრატიული გზებით უნდა შეიცვალოს ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში ისეთი ძალების მოყვანა, რომლებიც იქნებიან უსიტყვო შემსრულებლები იმ დავალებისა, რომლებიც მოდის ერთი ცენტრიდან და ეს ცენტრი არის ვაშინგტონი“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,742 ნახვა