GD Banner
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: უკრაინაში, დასავლეთი საკუთარი აგენტურის ჯარისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დასავლეთმა საკუთარ აგენტურულ ქსელს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა

უკრაინაში, დასავლეთი საკუთარ აგენტურას იცავს და მათ ჯარისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დასავლეთმა საკუთარ აგენტურულ ქსელს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, – ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მთელ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული – 100%-იანი დაცვა აქვთ.

როგორც ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა მისია აქვს შესასრულებელი უკრაინაში მოქმედ არასამთავრობო სექტორს, რის გამოც პატრონებმა მათ მობილიზაციისგან დაცვა დაუკანონეს.

“უკრაინაში, დასავლეთი საკუთარ აგენტურას იცავს და მათ ჯარისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დასავლეთმა საკუთარ აგენტურულ ქსელს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში შესული ცვლილებების შედეგად ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული – 100%-იანი დაცვა აქვთ. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს მინიჭებული აქვთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამსახურის სტატუსი, მაშინ როცა რეალურად საარჩევნო საკითხებზე და სოციოლოგიურ კვლევაზე მუშაობენ, პარალელურად მობილიზაციას ექვემდებარებიან მეტროს, სამაშველო და სხვა მართლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამსახურის თანამშრომლები. ე.წ. პრივილეგირებული ორგანიზაციების სიაში არიან: სამოქალაქო ქსელი “ოპრა”, რომლის ლიდერებს შორის არის ოლგა აივაზოვსკაია. ის იყო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ა/ო “პოლიტიკური სტუდიებისა და ანალიტიკის ცენტრი ეიდოსი“. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია პოლიტიკური სტრატეგი ვიქტორ ტარანი. ა/ო “უკრაინის პოლიტიკური კვლევების დამოუკიდებელი ცენტრი“ (UCPI), რომლის საქმიანობის სფეროა “სოციალურ-პოლიტიკური პროცესების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება, პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება”. ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა მისია აქვთ შესასრულებელი უკრაინაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რის გამოც მათმა პატრონებმა, მობილიზაციისგან დაცვა დაუკანონეს.”- წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,737 ნახვა