GD Banner
პოლიტიკა

ჯოზეფ ბორელი – როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა, რეაგირება რბილი იყო, 2022 წელს კი, როდესაც დაიწყეს კიევის დაბომბვა, გამოვფხიზლდით და აღმოვჩნდით ცუდად მომზადებული

ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმერ პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი ნახევარი გულით გამოეხმაურა პუტინის ქმედებას, როდესაც 2014 წელს ყირიმის ანექსიას ახორციელებდა.

„არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო. პუტინს სურს, რუსეთი კვლავ დომინირებდეს სამეზობლოში. პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს, ეს არის პრობლემა. რუსეთი კვლავ იმპერიასავით იქცევა და პუტინს სურს, აღადგინოს იმპერია – იქნება ეს მეფის იმპერია თუ საბჭოთა იმპერია. ბოლოსდაბოლოს, 2022 წლის თებერვალში, როდესაც მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა, ჩვენ გამოვფხიზლდით ამ უბედურ რეალობაში და ცუდად მომზადებული აღმოვჩნდით. გავიღვიძეთ და შემდეგ მივხვდით, რომ არ ვიყავით მზად ამ გამოწვევისთვის. 75 წლის წინ საბჭოთა კავშირი წარმოჩინდა, როგორც საფრთხე ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ ერთიანობითა და ძალით. დღეს კი ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იმავე გზის გაგრძელება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,123 ნახვა