GD Banner
ეკონომიკა

სოსო არჩვაძე: საქართველოს ნომინალურმა მსყიდველუნარიანმა მთლიანმა ეროვნულმა შემოსავალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ეს ქმნის საფუძველს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ეკონომიური ჩამორჩენის დაძლევა ევროკავშირისაგან და შეიქმნას საფუძველი მასშტაბური წარმატებების მისაღწევად

ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით საქართველოს ნომინალურმა მსყიდველუნარიანმა მთლიანმა ეროვნულმა შემოსავალმა ახალ რეკორდულ, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და აღნიშნავს, რომ ეს ქმნის ობიექტურ საფუძველს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს საქართველოს ეკონომიური ჩამორჩენის დაძლევა ევროკავშირისაგან და შეიქმნას მყარი საფუძველი უფრო მასშტაბური წარმატებების მისაღწევად.

არჩვაძის თქმით, ყოველივე ზემოთ ხსენებულის საფუძველი და განმსაზღვრელი პირობაა ქვეყანაში შენარჩუნებული მშვიდობა, ეკონომიკის საყოველთაო აღმშენებლობითი ხასიათი, ქართული ბიზნესის მზარდი კონკურენტუნარიანობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და საზოგადოების წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის კონსენსუსი აღნიშნული პროცესისა და აქტივობის უალტერნატივობის შესახებ.

„მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მთლიანი ეროვნული შემოსავლის თაობაზე, სულ ცოტა, ოთხი ასპექტით არის საყურადღებო და ანგარიშგასაწევი. ჯერ ერთი, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ნომინალურმა მსყიდველუნარიანმა მთლიანმა ეროვნულმა შემოსავალმა ახალ რეკორდულ, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 23 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს მოსალოდნელიც იყო – ბოლო წლებში საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის, დაბალი ინფლაციისა და მოსახლეობის რიცხოვნობის მეტ-ნაკლებად სტაბილურ დონეზე შენარჩუნების პირობებში; მეორე, აღნიშნული მაჩვენებლით საქართველომ პირველად გადაუსწრო ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს და აგრეთვე მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების დონეს, რის საფუძველზეც იგი საგრძნობლად დაწინაურდა ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლით მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში; მესამე, საქართველო სამხრეთ კავკასიაში გამოიკვეთა, როგორც აშკარა ლიდერი აღნიშნული მაჩვენებლით, გადაუსწრო რა თავის უშუალო სახმელეთო მეზობლებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირის წევრობაში ჩვენს „კონკურენტ“ უკრაინასა (ვუსწრებთ 24%-ით) და მოლდოვაზე (ვუსწრებთ 30%-ით); და ბოლოს, მეოთხე. ეკონომიკური ზრდის ტემპი და მასშტაბი იმდენად თვალსაჩინოა, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მოსახლეობის ერთ სულზე აღნიშნული მაჩვენებლის მატება საგრძნობლად აღემატება ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს, მათ შორის ორჯერ(!) ევროკავშირის ისეთი წამყვანი ქვეყნის მაჩვენებელს, როგორიც გერმანიაა.

ეს ქმნის ობიექტურ საფუძველს, რომ უმოკლეს ისტორიულ ვადებში მოხდეს საქართველოს ეკონომიური ჩამორჩენის დაძლევა ევროკავშირისაგან და შეიქმნას მყარი საფუძველი უფრო მასშტაბური წარმატებების მისაღწევად. ყოველივე ამის საფუძველი და განმსაზღვრელი პირობაა ქვეყანაში შენარჩუნებული მშვიდობა, ეკონომიკის საყოველთაო აღმშენებლობითი ხასიათი, ქართული ბიზნესის მზარდი კონკურენტუნარიანობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და საზოგადოების წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის კონსენსუსი აღნიშნული პროცესისა და აქტივობის უალტერნატივობის შესახებ“, – წერს სოსო არჩვაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,792 ნახვა