GD Banner
პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი – პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას გვირჩევნია ლელოს ყოფნა, ვიდრე ბოლომდე განაცებულან

„ლელო“ ვიდრე ბოლომდე განაცებულა, ის გვირჩევნია „ნაციონალურ მოძრაობას“ შემდეგ პარლამენტში, თუმცა ჩვენი პარტიების გაერთიანებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტნიორს, არც არჩევნებამდე და არც მას შემდეგ განიხილავს.

„გაგიკვირდებათ და ჩვენ არ განვიხილავთ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტნიორს, არც არჩევნებამდე და არც მას შემდეგ. გურამ მაჭარაშვილმა თავის ბელადებს მიხედოს და თავისი წვეტიანი აზრებით თავს ნუ დაგვამახსოვრებს. ყოველთვის ვამბობდით და ახლაც გავიმეორებ, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნას „ლელოს“ გვირჩევნია, ვიდრე ბოლომდე განაცებულან, თუმცა ჩვენი პარტიების გაერთიანებას არ ვაპირებთ. „ლელო“ თუ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმებით, თუმცა გაერთიანებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,117 ნახვა