აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უზრა ზეია საქართველოშია, – ამის შესახებ ის X-ზე წერს.
„გამარჯობა! ჩამოვედით თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ჩათვლით“, – წერს უზრა ზეია სოციალურ ქსელში.
Facebook Comments Box