GD Banner
სამართალი

რატი იონათამიშვილი “ამნისტიის შესახებ” კანონის პროექტზე: ჩვენი მიზანია, პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე, შესაბამისად, მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში და თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ, გავიზიაროთ

“ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით. რაც შეეხება კანონის მიღების ვადებს, მისი პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, განაცხადა.

იონათამიშვილის განმარტებით, უმრავლესობის მიზანია, ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული “ამნისტიის პროექტის” მიღების პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე, შესაბამისად, ისინი მზად არიან, არგუმენტირებული შენიშვნები გაითვალისწინონ. მან ასევე მადლობა გადაუხადა ამნისტიის პროექტის შემუშავებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს.

“ჩვენი მიზანია პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე. შესაბამისად, კანონის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში და თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ, მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენების დროს გავიზიაროთ. და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, რომელთა აქტიური ჩართულობით შემუშავდა დაბალანსებული ამნისტიის წინამდებარე პროექტი.” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა. საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა „ამნისტიის პროექტი“, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება. ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,884,653 ნახვა