GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე

JPG edited with https://ezgif.com/resize

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების საკუთარი ზომები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. უკრაინის მომავალი ნატოშია. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან. ჩვენ მივესალმებით იმ კონკრეტულ პროგრესს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია ვილნიუსის სამიტის შემდეგ საჭირო დემოკრატიულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების რეფორმებში“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე, ნატოში გაწევრიანების ჩათვლით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენ უკრაინას ალიანსში გაწევრიანების მიწვევას გავუგზავნით, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,035 ნახვა