GD Banner
პოლიტიკა

ამერიკელი ბლოგერი- იცით, რა ხდება საქართველოში? ქვეყანა აშშ-ს ზეწოლის ქვეშაა, რომ ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტში და გახდეს მინი-უკრაინა

 ჩვენი „გერიატრიული“ ლიდერები 60-იანებში ჩარჩენილნი არიან და ძალიან ძლიერები არიან იმისთვის, რომ მარადიული ომებიდან ისარგებლონ. ნუ მისცემთ მათ ხმას,-ამის შესახებ განცხადებას  ამერიკელი ბლოგერი კოდი-ამორერო სოციალურ ქსელში  ავრცელებს.

ამერიკელი ბლოგერი თავის გამომწერებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე აწვდის ინფორმაციას და აცხადებს, რომ აშშ სანქციებს და თავის გავლენებს იყენებს, რომ ევროპელებმა საქართველოზე მოახდინონ ზეწოლა „გამჭვირვალობის კანონის“ გასაუქმებლად, რათა შემდეგ ამერიკამ  გააგრძელოს ამ ქვეყნის მინი – უკრაინად გადაქცევა. 

​„იცით, რა ხდება საქართველოში? არა, ამერიკის შტატში კი არა, ქვეყანაში. საქართველო ახლა შეერთებული შტატების ზწოლის ქვეშაა, მას აიძულებენ, ჩაერთოს კონფლიქტში რუსეთთან და  გახდეს მინი უკრაინა. საქართველოს არ სურს ამასთან რაიმე საერთო ჰქონდეს, რადგან იცის, რომ ეს ქვეყანას გაანადგურებს, ხალხი დაეხოცება. სწორედ ამიტომ, მიიღეს კანონი, ისეთი, როგორიც ჩვენი „ფარაა“, რათა შეიზღუდოს უცხო ქვეყნების ხელისუფლებების კორუფციული ჩარევებით ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. საკმაოდ გონივრული ნაბიჯია არა?

თუმცა, ჩვენი ხულისუფლება იყენებს თავის გავლენებს, მთელ თავის ძალაუფლებას, სანქციებს, ევროპელებს, ნატო-ს, რომ მათ აიძულონ საქართველო, გაიწვიოს ეს კანონი, რათა აშშ-მ გააგრძელოს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები“,-ამბობს კოდი ამარერო.

ის ამერიკაში მოქმედ ორივე პარტიას, რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც ადანაშაულებს და მათ ცივი ომის ხაფანგში მოქცეულებს უწოდებს. ბლოგერი ამომრჩევლებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ ქვეყანა მათგან.

„მე უბრალოდ მინდა იცოდეთ, რით არის დაკავებული ორივე მხარე, ორივე პარტია თავიანთ ოფისებში. რაში ხარჯავენ დროს და  ფულს.

ისინი უნდა წავიდნენ! მათი გონება ცივი ომის ხაფანგშია მოქცეული, ისიც არ იციან, სად არიან. 

გათავისუფლდით მათგან!  “,-ამბობს კოდი ამარერო. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,051 ნახვა