GD Banner
პოლიტიკა

პეტერ ფიშერი – ჩემი ფიქრები ქართველი მეგობრების მიმართ ასეთია, გვინდა, გაწევრიანდეთ ევროკავშირში, მაგრამ იცით, რა პროცესი უნდა გაიაროთ, თუ ამას არ გააკეთებთ, ვერ შეუერთდებით ევროკავშირს

გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ეს ძალიან სამწუხაროა, ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრად უკეთეს ადგილას, უნდა ვიყოთ ბევრად უფრო წინ. ჩემი ფიქრები ჩემი ქართველი მეგობრების მიმართ ასეთია, ჩვენ გვინდა, რომ გაწევრიანდეთ ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

ელჩის თქმით, გერმანიას სურს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

„მივესალმებით თქვენს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იცით, რა პროცესი უნდა გაიაროთ ევროკავშირის სტანდარტისთვის. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ვერ შეუერთდებით ევროკავშირს. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებმა და ქართველმა მეგობრებმა მართლაც უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი მათთვის, მათი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და თუ გინდათ ეს, მაშინ უნდა დაუბრუნდეთ კურსს“, – განაცხადა ფიშერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,117 ნახვა