მოსკოვი ამტკიცებს, რომ შეერთებულ შტატებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან გაშვება აქვს გადაწყვეტილი და პოლიტიკური სპეცოპერაციას იწყებს. სწორედ ასე ხსნის რუსეთის დაზვერვის სამსახური საქართველოს ხელისუფლების ლიდერებისთვის დაწესებულ სანქციებს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების შეცვლა სალომე ზურბიშვილთან არის შეთანხმებული.
საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მთავარი როლი უნდა ითამაშოს ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში. როგორც „ვაშინგტონელი დირექტორები“ გეგმავდნენ, სახელმწიფოს მეთაური ინტერვიუს მისცემს ერთ-ერთ ამერიკულ მედიას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს თბილისის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესის „დეგრადაციაში“ და „ფართო საზოგადოებას“ „მოსკოვთან დაახლოების კატასტროფული შედეგებისა“ და რუსეთიდან გადმოსახლებულების მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ გააფრთხილებს, – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის განცახადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვა ასევე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო გადატრიალებების საქმეში ამერიკელი ექსპერტები ზურაბიშილის გამოყენებით ქართველ ამომრჩეველს ერთგვარი პოლიტიკური სიურპრიზისთვის ამზადებენ, რაც საბოლოოდ, კიდევ ერთ ფერად რევოლუციას გამოიწვევს.
დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „უკვე შეიმუშავა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის“. რუსული დაზვერვის ინფორმაციით, ქართველი ოპოზიციური ძალების ამერიკელმა კურატორებმა მათ უკვე მისცეს ბრძანება, დაგეგმონ საპროტესტო აქციები, რომლებიც არჩევნებს დაემთხვევა.
მათივე მტკიცებით, აშშ-ს სამთავრობო წრეები საქართველოში საპროტესტო აქციების „დაშლას“ ანტირუსული იდეოლოგიის საფუძველზე აპირებენ.