GD Banner
პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: რაც მე გამოვიარე, იგივე სჭირდება ქვეყანას- ჯერ ქირურგიული ჩარევა და არჩევნებით შეცვლა, შემდეგ კი თერაპია და რეაბილიტაცია“ – ხათუნა სამნიძე

„ჩვენს მხარეს არის სიმართლე, კოორდინაცია, თანამშრომლობა, თავდასხმის გარეშე ერთმანეთთან შეგვიძლია ლაპარაკი, შეგვიძლია კრიტიკა და სხვადასხვა იდეის გაჟღერება, მგონია, რომ ამას შევძლებთ, დღევანდელი ალიანსი კიდევ ერთი ოპტიმიზმის საფუძველია მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ალიანსი, რომლის კარიც ღიაა და რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს და უკეთესი არჩევანი ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ ვისაუბროთ თემებზე, ვაჩვენოთ გამოსავალი, მათ უნდათ, რომ იყოს ქაოსი, ყველას დაგვარქვან „ნაცი“, თქვან, რომ „ერთი ჯგუფია და ერთი პატრონი ჰყავთ“.

„რაც მე გამოვიარე – ამ ეტაპზე განვიკურნე და ვაგრძელებ მკურნალობას, ჩემი მკურნალობა ჯერ არ დასრულებულა -ასევე გვჭირდება ქვეყნისთვის ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები: ჯერ ქირურგიული ჩარევა და არჩევნებით შეცვლა და მერე სხვადასხვა ტიპის თერაპია და რეაბილიტაცია, ჩვენ ამას შევძლებთ, იმიტომ, რომ ამის უნარი ქართულ ოპოზიციას აქვს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,789 ნახვა