ილია დარჩიაშვილის ვიზიტს ნატოს საიუბილეო სამიტზე აფასებენ თბილისში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს მიერ ნატოს მისიებში შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი სტრატეგიულ პარტნიორებთან დიალოგისთვის კარგი შესაძლებლობაა.
„საქართველოს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ნატოს მისიებში. საქართველო ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და, რა თქმა უნდა, ის რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს ნატოს სამიტში, არის მნიშვნელოვანი.
ჯერ ერთ, ეს კარგი შესაძლებლობაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დიალოგისთვის, მეორე – კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მნიშვნელოვანია განხილული იყოს საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობა, პერსპექტივები“, – მიიჩნევს ბოჭორიშვილი.
ვაშინგტონი ნატოს საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. პარტნიორი ქვეყნების ფორმატით დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიღებს მონაწილეობას.