ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური სტადია იწყება. დღეს ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, მიუნხენში გაიმართება.
წინა შეხვედრებში მიღებული ბარათების გამო ესპანეთს ვერ დაეხმარებიან რობინ ლე ნორმანდი და დანი კარვახალი. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს ტურნირზე თამაშიდან არცერთი გოლი არ გაუტანია. ნაკრების ანგარიშზე 3 ბურთია, აქედან 2 ავტოგოლი და 1 პენალტი.
ხვალ კი ერთმანეთს უკვე ნიდერლანდები და ინგლისი შეხვდებიან.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 14 ივნისს, ბერლინში გაიმართება.
Facebook Comments Box