GD Banner
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატოს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორ ქვეყანას

ნატოს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა მნიშვნელოვანი გზავნილია ნატოს მხრიდან, რაც არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორ ქვეყანას, წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მან სამიტში საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას, მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ფორმატში, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი გახლავთ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა და ამ ფორმატში მას ექნება შესაძლებლობა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს გააცნოს ქვეყნის პოზიცია რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებთან მიმართებაში“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ვაშინგტონი ნატოს საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. პარტნიორი ქვეყნების ფორმატით დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,389 ნახვა