რამდენად მწველი სიცხეა აშშ-ში? ეროვნული პარკის თანამშრომლებმა ამ კითხვას თვალსაჩინოდ გასცეს პასუხი: სიცხისგან გავარვარებულ მანქანაში ბანანის კექსი გამოაცხვეს. კულინარიული საოცრების შესახებ ინფორმაცია პარკის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
რეცეპტი მარტივია: კექსის ინგრედიენტები გემოვნებით, ცოტა შოკოლოდაის მარცვლები და 37 -გრადუსიანი სიცხე. ამ პირობებში მეტალის პანელი 90 გრადუსამდე ხურდება ერთ საათში, შემდეგ კი, 100 გრადუსსაც აღწევს.
ამასთან, ეროვნული პარკის თანამშრომლები აფრთხილებენ: მანქანაში არსებული ექსტემალური ტემპერატურა მხოლოდ ცხობისთვის გამოდგება და არა ცხოველებისა და ადამიანებისთვის. სტატისტიკით, სიცხისგან ყოველ წელს 40-მდე ბავშვი იღუპება მანქანებში, ასევე იხოცება შინაური ცხოველები.
Facebook Comments Box