GD Banner
ეკონომიკა

ცოტნე ანანიძე ანაკლიაში ჩინელების ჩამოსახლებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე – ქსენოფობიური განცხადებაა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, „რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი [ანაკლიის] პორტი ჩინელების ხელში – ანაკლიაში ჩინელებს ჩამოასახლებენ, რუსთავში ყაზახებს. ქართველების ადგილი აღარ იქნება“.

სხდომაზე სააკაშვილმა ისაუბრა რუსთავში ეკონომიკური ზონის ყაზახებისთვის გადაცემაზე და საქართველოში ჩინელების დასაქმებაზე.

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებას ქსენოფობიურს უწოდებს.

„ბათუმის პორტი ყაზახურ კომპანიას ვინ გადასცა?! გარდა ამისა, ქსენოფობიური განცხადებაა“- წერს ცოტნე ანანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,774 ნახვა