GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე – საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ “გლობალური ომის პარტიის” სუბიექტებს წარმოადგენენ დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიის გიგანტები, ულტრამემარცხენე სოროსის იმპერია, ნეოკონსერვატორები, რომელთა ინტერესებშია სხვა ქვეყნებზე ბატონობა და სიმდიდრის მოპოვება ომისა და სისხლის ფასად

იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დამარცვლით აუხსნა “ნაცჟურნალისტებს” თუ რას ნიშნავს “გლობალური ომის პარტია”, მაინც ვერ გაიგებენ, რადგან ყალბი პროპაგანდის მედიაში ოდნავ განათლებულიც არ ესაჭიროებათ ბინძური გზავნილების შეუფერხებლად ტირაჟირებისთვის, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, რადიკალებისგან განსხვავებით, საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად იცის, რომ “გლობალური ომის პარტიის” სუბიექტებს წარმოადგენენ დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიის გიგანტები, ულტრამემარცხენე სოროსის იმპერია, ნეოკონსერვატორები და პოლიტიკურად თუ ფინანსურად გავლენიანი ყველა ის პერსონაჟი, რომლებსაც ნგრევის და ომის ფასად სურთ ქვეყნებზე ბატონობა და გამდიდრება.

“იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დამარცვლით აუხსნა “ნაცჟურნალისტებს” თუ რას ნიშნავს “გლობალური ომის პარტია”, მაინც ვერ გაიგებენ, რადგან ყალბი პროპაგანდის მედიაში ოდნავ განათლებულიც არ ესაჭიროებათ ბინძური გზავნილების შეუფერხებლად ტირაჟირებისთვის. მარგინალ რევანშისტებზე დამოკიდებული მოკლებულია ელემენტარული ანალიზის უნარს, არასდროს ეცნობა საერთაშორისო მედიას (თუნდაც ქართულად ან Google Translate-ით), არ იცის თუ რას ნიშნავს warmongers, warmongering (ომის წამქეზებელი/წამქეზებლობა). თუმცა, “ნაცაუტსაიდერებისგან” განსხვავებით, ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ “გლობალური ომის პარტიის” სუბიექტებს წარმოადგენენ: დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიის გიგანტები; ტრანსნაციონალური კრედიტორები; ულტრამემარცხენე სოროსის იმპერია; ნეოკონსერვატორები, რომლებსაც საქმით არაფერი აქვთ საერთო კონსერვატიზმთან; და პოლიტიკურად, ფინანსურად გავლენიანი ყველა ის პერსონაჟი, რომლის ინტერესებშია სხვა ქვეყნებზე ბატონობა და კოლოსალური სიმდიდრის მოპოვება ნგრევის, ომისა და სისხლის ფასად.” – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,168 ნახვა