GD Banner
უცხოური მედია

ირანის ახალი პრეზიდენტი – მეგობრობის ხელს ყველას გავუწვდით

მეგობრობის ხელს ყველას გავუწვდით, – ამის შესახებ ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

„მეგობრობის ხელს ყველას გავუწვდით. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის ხალხი ვართ. ქვეყნის წინსვლისთვის ყველა უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა პეზეშკიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ირანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშკიანმა რეჟიმის მხარდამჭერი და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი, საიდ ჯალილი დაამარცხა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,959 ნახვა