ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს, რომ ის არის “ცოცხალი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელიც მადლიერია ივანიშვილის”.
“მე გახლავართ ცოცხალი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელიც მადლიერია ბიძინასი იმისთვის, რაც კარგი გაუკეთებია ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვის. ამაზე ბევრი მიწერია წიგნში. ასევე ცოცხალი მაგალითი ვარ იმ ადამიანის, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს მას იმ დამანგრეველი, მანკიერი პოლიტიკისთვის, რომლითაც ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე დააყენა და ყველაფერს ვაკეთებ მისი ძალაუფლებისგან ჩამოშორებისთვის.
არ არსებობს აბსოლუტური ბოროტება, ისევე როგორც არ არსებობს აბსოლუტური სიკეთე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადამიანის შექება, თუ ის რამე კარგს გვიკეთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სიჩუმეს, თუ იგივე ადამიანი რაიმე მნიშვნელოვანს აფუჭებს. წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც ყველაფერთან ერთად ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან”, – წერს ხუხაშვილი.