პროკურორად არჩევის შემთხვევაში გენერალური პროკურორობის კანდიდატი ლალი ბუნტური “გირჩის” ლიდერს ციხეში გაშვებას ჰპირდება. შოთაძის სკამისთვის მებრძოლ ბუნტურს არ მოსწონს იაგო ხვიჩიას პარტრიის მოწოდებები სამხედრო გაწვევისა და ნარკოპოლიტიკის შესახებ.
„თქვენმა პარტიამ რომ გამოაცხადა ნარკოტიკის თავისუფლად მოხმარება, მე თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი, გენერალური პროკურორი რომ ვიყო, მოწოდებისთვის, რომ სამხედროში არ წახვიდეთ. ჩვენი წინაპრები, დედები, ხმალით და ფარით ხვდებოდნენ გზაზე შვილებს, რომ ომში წასულიყვნენ და ქვეყანა დაეცვათ, თქვენ არ წახვიდეთ ჯარში, სამშობლო არ დაიცვათო. ჩვენს სამშობლოს დაცვა არ სჭირდება?”, – უთხრა ბუნტურმა “გირჩის” ლიდერს.
საპროკურორო საბჭოში პროკურორების მსუვრელი კანდიდატებსი მოსმენა მიმდინარეობს. ჯამში 11 ადამიანი იბრძვის.