ვისკონსინში, მიტინგზე გამოსვლისას, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ მიატოვებს წინასაარჩევნო რბოლას.
ბაიდენმა მხარდამჭერებს მიმართა და დაჰპირდა, რომ არ დაუჯერებს იმ ადამიანებს, ვინც მას მოსთხოვა საპრეზიდენტო არჩევნების მიტოვება. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
ვისკონსინი – ბრძოლის ერთ-ერთი საკვანძო ველია, რომელზეც დამოკიდებულია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი.
„არ დავუშვებ, რომ 90-წუთიანმა დებატებმა წყალში ჩამიყაროს 3,5 წლის შრომა“,-განაცხადა ბაიდენმა.
დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი საკმაო მხნედ გამოიყურებოდა, იყო ენერგიული და სიტყვით გამოსვლისას, ორჯერ გაიხუმრა, რომ 40 წლისას ჰგავს.
ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ისევ დაამარცხებს, თუმცა არჩევნების თარიღი შეეშალა და 2024-ის ნაცვლად, 2020 წელი ახსენა.
Facebook Comments Box