მადლიერი ქართველნი ყოველთვის ჯეროვნად დააფასებენ ბიძინა ივანიშვილის უანგარო, მასშტაბურ ქველმოქმედებას, რომელიც იმდენ სფეროს მოიცავს, რომ რთულია ყველას ჩამოთვლა- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეროვნული ნაკრების განცხადებას.
„იუბილარი გურამ კაშია (დღეს 37-ის გახდა) ეროვნული ნაკრების სახელით, მადლობას უხდის მეცენატ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ “ქართუს” ფეხბურთელთა შრომის დაფასებისა და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. მადლიერი ქართველნი კი ყოველთვის ჯეროვნად დააფასებენ ბიძინა ივანიშვილის უანგარო, მასშტაბურ ქველმოქმედებას, რომელიც იმდენ სფეროს მოიცავს, რომ რთულია ყველას ჩამოთვლა. საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად, ივანიშვილის ფონდ “ქართუსგან” ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოეყო. თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.