GD Banner
უცხოური მედია

ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი კირ სტრამერი – ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკა ხალხის სამსახურში, ვაჩვენოთ, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს სიკეთის ძალა

ცვლილებები ახლა იწყება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, კირ სტრამერმა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მხარდამჭერებისთვის მიმართვისას განაცხადა.

„ამისთვის თქვენ იბრძოლეთ, მიეცით ხმა. ცვლილება ახლა იწყება. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი გრძნობაა. შეცვლილი „ლეიბორისტული პარტია“ მზად არის, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა სტრამერმა.

ამასთან ერთად, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მიღებული მანდატი მისთვის დიდი პასუხისმგელობაა.

„ჩვენი ამოცანა სხვა არაფერია, თუ არა იმ იდეების განახლება, რაც აერთიანებს ამ ქვეყანას. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკა ხალხის სამსახურში, ვაჩვენოთ, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს სიკეთის ძალა. ეს არის უდიდესი გამოცდა პოლიტიკისთვის ამ ეპოქაში“, – განაცხადა სტრამერმა.

ეგზიტპოლის მიხედვით, „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ვადამდელ არჩევნებში არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი კირ სტრამერი გახდება.

პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა და კირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,959 ნახვა