საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
„სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში რჩებიან ისეთი ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ძალიან ვიწროპარტიული და ზიზღის კამპანიით გაჯერებული დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. ისინი ცდილობენ ისეთი უნივერსალური საკითხების გადაკეთებას და პოლიტიზებას როგორიცაა მადლიერება, ღირსების პატივისცემა, საქართველოსი და საერთო წარმატების აღნიშვნა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას შეფასების გარეშე არ დარჩება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისგან, ბიძინა ივანიშვილისგან დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი, პრემიის სახით მიიღეს.