GD Banner
სპორტი

ოთარ კიტეიშვილი „ქართუსგან“ გამოყოფილ 30 მილიონზე: ძალიან დასაფასებელი ფაქტია არამარტო ჩვენი მხრიდან, ვგულისხმობ ფეხბურთელებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის

ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ნაკრებისთვის ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუსგან“ გადაცემულ ჯილდოს ეხმაურება.

„რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში არის ძალიან დასაფასებელი ფაქტია არამარტო ჩვენი მხრიდან, ვგულისხმობ ფეხბურთელებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. იგივე ის ევროპული გამოცემები, რომლებიც წერდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამის აფიშირება ხდებოდა, წარმოაჩენს ნათლად, ქართველებს როგორ გვიყვარს ფეხბურთი და როგორ მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც. ვფიქრობ ძალიან კარგი მაგალითი იყო ამის“, – აცხადებს კიტეიშვილი.

ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს, – ამის შესახებ აღიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა