GD Banner
სპორტი

ბორჯღალოსნები ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩს ხვალ გამართავენ. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი „იმედზე“ 20:00 საათზე დაიწყება🏉

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩამდე ერთი დღე რჩება – ხვალ, ბორჯღალოსნები ბათუმში ფიჯის გუნდს უმასპინძლებენ.

მთავარი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით „აჭარაბეთ არენაზე“ გუნდის კაპიტნის ვარჯიში დღეს 10:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც მედიისთვის კომენტარებიც გაკეთდება. საქართველოს ნაკრებს კუნძულელებთან მატჩში ვერ დაეხმარება მერაბ შარიქაძე, რომლის არყოფნაშიც კაპიტანი ბექა გორგაძე იქნება.

საქართველო – ფიჯის შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი ხვალ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 20:00 საათზე დაიწყება.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,070 ნახვა