სააგენტო „როიტერმა“ სოციალურ სამსახურ Ipsos-თან ერთად ჩაატარა კვლევა, თუ როგორ გადანაწილდებოდა ხმები თუ ბაიდენი თავის კანდიდატურას მოხსნიდა. დემოკრატებიდან ყველაზე მომგებიანი კანდიდატურა მიშელ ობამა აღმოჩნდა- მას გამოკითხულთა 50%-მა დაუჭირა მხარი, ტრამპი კი 39%-მა.
თავად ბაიდენს იგივე რაოდენობის ხმები აქვს, რაც ტრამპს- 40%. სხვა შესაძლო კანდიდატები დემოკრატებიდან ტრამპს ვე აჯობებენ. კერძოდ, კამალა ჰარისს 42% უჭერს ხმას, ტრამპს კი 43%.
Facebook Comments Box