საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩამდე ერთი დღე რჩება – ხვალ, ბორჯღალოსნები ბათუმში ფიჯის გუნდს უმასპინძლებენ.
მთავარი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით „აჭარაბეთ არენაზე“ გუნდის კაპიტნის ვარჯიში დღეს 10:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც მედიისთვის კომენტარებიც გაკეთდება. საქართველოს ნაკრებს კუნძულელებთან მატჩში ვერ დაეხმარება მერაბ შარიქაძე, რომლის არყოფნაშიც კაპიტანი ბექა გორგაძე იქნება.
საქართველო – ფიჯის შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი ხვალ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 20:00 საათზე დაიწყება.
Facebook Comments Box