პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: წადით, შვილებო იშრომეთ, იამაყეთ, იბედნიერეთ! ხელს ნუ გაუწვდით იმ ჭაობში, სადაც თვითონ არიან, ჩაგიყოლებენ!

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბოლო დროინდელ მოვლენებს ეხმიანება.

„როგორი იმედით აღვსილები მივიდნენ შეხვედრაზე საქართველოს მტრები, საცოდავი, ერთი კინკილა ოპოზიციონერები. იმედით, რომ ნაკრების მიერ დამსახურებულ ხალხის სიყვარულს, ნდობას, სიამაყის განცდას, ეროვნულ ზეიმსა და ეროვნულ აღტკინებას საკუთარი მიზმებისთვის გამოიყენებდნენ.

მიზნები კი, ისეთივე შავბნელი და სასირცხვილოა, როგორიც თავად უსამშობლო, უზნეო, უთავმოყვარეო სალომე ზურაბიშვილი და გამათხოვრებული, დანაწევრებული, ურეიტინგი, ულიდერო, უპერსპექტივო ნაცმოძრაობაა!

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო!

ჯერ იყო და, გარდაცვლილი ახალგაზრდები ჯიჯგნეს! არც მათი ოჯახები და ჭირისუფლები დაინდეს. მიტინგ- მიტინგ ატარეს, მიცვალებულები არ ატირეს. მერე კი, როცა საერთო სახალხო მღელვარებას ვერ შეწვდნენ… როცა ის ხალხიც მიხვდა, რომ იყენებდნენ… უსინდისოდ მიაგდეს…

მერე იყო და, “ ვივამედის” გარშემო იძგვიტინეს. ხან დემენციით აუჩვილეს გული ხალხს და ხანაც სასიკვდილო კახექსიისა და “ უაპეტიტობის” სულისშემძვრელი დიაგნოზებით. მერე კი, როცა მიხვდნენ, რომ არ ქვითინებდა ხელისუფლების დამხობისთვის საჭირო კრიტიკული მასა, ის უბედურიც- საქართველოს ყოფილი პ- რეზიდენტიც, ბავშვის ნახმარი პამპერსივით მოიქნიეს სანაგვეზე…

მერე იყო ზელენსკი, რომელიც აღარ იყო რა… ხელში შემოეხმარაც, შემოაცვდათ, შრმოეკოკაინათ…

მერე იყო ევროპა,.. ჩვენზე გაბრაზებული, ჩვენით უკმაყოფილო, რომელსაც ართმევდნენ, მაგრამ რატომღაც ის მაინც გვებღაუჭებოდა და კანდიდატის სტატუსს გვანიჭებდა…

მერე იყო რუსული კანონი, რომელშიც რუსულიც არა იყო რა…

დიახ, ეს იმ ხავსების სახეობებია, რომელსაც წყალწაღებული, გასაცოდაებული, ოლია მათხოვრად ქცეული, ომის მოსურნე, მოღალატე, საკუთარ სამშობლოში უსამშობლოდ ქცეული, დაშიფრულ- დააგენტებული, ქართული ოპოზიცია ეჭიდებოდა, ებღაუჭებოდა… და … რომელიც მაინც წყალმა წაიღო…

და აი, ახალი იმედი!

მხარდამჭერით, პოპულარობით, ცნობადობით, წესიერებით, სიყვარულით გაჯერებული ახსლი მსხვერპლი- საქართველოს ეროვნული ნაკრები!

მერე რა, რომ ახალგაზრდები არიან…

მერე რა, რომ წინ მთელი ცხოვრება აქვთ..

მერე რა, რომ წინ ლამაზი სპორტული ზღაპარია…

წინ გამარჯვებებია!

წინ დიდებაა!

მერე რაა…

მათ, გლობალური ომის პარტიების დაქირავებულ მსახურებს, ხომ დღეს სჭირდებათ:

-ახალი საზარბაზნე ხორცი…

-ახალი მსხვერპლი…

– ახალი მიტინგების, არეულობების, მაიდნების, ნგრევის, პოლიციელების დაწვის, ომის პროვოცირების პროცესების ავანგარდში ჩასაყენებლი ახალი სახეები!

დიახ! დღეს სჭირდებათ ჩვენი ოქროს ბიჭების ოფლით მოპოვებული ხალხის ნდობა, ახალი, ანტისახელმწიფოებრივი ზვირთის ასაგორებლად!

მერე… მერე მათაც ისევე მიაგდებენ, ცხოვრებას დაუნგრევენ, ზეცაში აფრენილებს, მიწაზე აფორთხებენ… ზუსტად ისე, როგორც მიშას- “ დემოკრატიის შუქურას”!… სხვებს, მფორთხავებსა და სულგაყიდულებს, აღარ ჩამოვთვლი!

წადით, შვილებო, იდიდგულეთ, იამაყეთ, იშრომეთ, იმხიარულეთ, იბედნიერეთ!

წადით ისე, რომ სიტყვა არ დაგაცდენინონ!

თავს ნუ ჩაათრევინებთ იმ ჭაობში, სადაც თავად არიან ჩაფლული და ხელს თუ გაუწვიდთ,…. ჩაგიყოლებენ!

წადით… რომ დაბრუნდეთ სამშობლოს საამაყოდ და სადიდებლად!“,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,837,787 ნახვა