GD Banner
ხელოვნება და კულტურა

მაია დარსმელიძე დიმა ობოლაძეზე – აუუუ, ეხლა ცრუ განგაშისთვის მივაყაროთ ყვავილები და აღარ იქოცებს

„აუუუ, ეხლა ცრუ განგაშისთვის მივაყაროთ ყვავილები და ბოდიშები და უაფშე აღარ იქოცებს და იმედიდანაც წამოვა,“- დაწერა სოციალურ ქსელში მომღერალმა მაია დარსმელიძემ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დიმა ობოლაძის გარშემო აგორებული სკანდალი სიცრუე იყო.

შეგახსენებთ, ღამით, ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა დამონტაჟებული ვიდეო კადრები, სადაც ისე ჩანს, თითქოს ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლა უნდოდა, მაგრამ დიმა ობოლაძემ ამის საშუალება არ მისცა. ყალბი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში დიმა ობოლაძის მიმართ სასტიკი ბულინგი დაიწყო. ბულინგს მაია დარსმელიძეც შეუერთდა.

მოგვიანებით, დიმა ობოლაძემ გაავრცელა მიმართვა და მსგავსი ფაქტი უარყო. ფაქტი ასევე უარყო ბუდუ ზივზივაძის მამამ, ხოლო თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ვინც „დიმაზე რაიმე ცუდი თქვა, ბოდიში აქვთ მოსახდელი“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,730 ნახვა