სპორტული კომენტატორი დიმა ობოლაძე, რომელიც სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის ფანების მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, ვიდეოს ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ მას ბუდუ ზივზივაძისთვის სიტყვით გამოსვლა არ აუკრძალავს და ამგვარი კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონია მასთან.
„ახლა მოვრჩი საღამოს და რაღაც სქრინებს მიყრიან, თურმე ბუდუს მე ვუთხარი სიტყვას არ გაძლევ მეთქი… ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს. მსგავსი არაფერი ყოფილა, საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან. შეიძლება სხვას ვუთხარი- უნდა გამოსულიყო კობიაშვილი სიტყვით, აღარ გამოვიდა და ნაღდად მახსოვს, იმას ვკითხე, სიტყვით არ გამოდიხარ მეთქი, და არაო. ეგ იყო და ეგ. რა ბუდუს ვუთხარი ხალხო, რეებს იგონებთ, ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის ლამაზი, ახლა ძალიან დაღლილი ვარ, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ ვიდეოს ინსტაგრამზე დავდებ, სხვა პლატფორმა არ მაქვს, წაიღეთ სადაც გინდათ. სისულელეა და თვითონ ბუდუსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ“,-ამბობს დიმა ობოლაძე.