საქართველოს ეროვნული ნაკრების დახვედრის საზეიმო ღონისძიების შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა დამონტაჯებული ვიდეო კადრები, თითქოს წამყვანი დიმა ობოლაძე სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევს ქართველ ფეხბურთელს, ბუდუ ზივზივაძეს.
როგორც მედიასთან ფეხბურთელმა განაცხადა, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა ზივზივაძემ.
მანამდე კი ბუდუს მამად “ფეისბუკში” დაწერა:
Facebook Comments Box