GD Banner
პოლიტიკა

„ნაცმოძრაობას ხალხი აღარ ყავს, ვისაც სიაში ჩაწერს. ენჯიოების ლიდერებს კი, საკუთარი ოჯახის წევრებიც არ უსმენენ, ისეთი უინტერესო ხალხია“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

,,ერთიან სიაზე ნაცების და ენჯიოების ნაწილის ისტერიკის მიზეზი იცით რა
არის?

რეალობა. 


რეალობა ისაა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ხალხი აღარ ყავს, ვისაც სიაში ჩაწერს.

რეალობა ისაა, რომ ნაცმოძრაობა არასოდეს ყოფილა ასე ახლოს მთავარი ოპო ძალის სტატუსის დაკარგვასთან (ეს სხვა პარტიების გონიერებაზეცაა დამოკიდებული), რაც ბიძინაზე გამარჯვების შანსებს განუხრელად ზრდის.

რეალურად, მიშა არასდროს ყოფილა ასე ახლოს პოლიტიკურად მიწაზე დანარცხებასთან.

მისმა ფორმულამ, ვინც მას უპირისპირდება ხელოვნურად, მედიაშანტაჟით, ოლიგარქიული ფულის გავლენით და ძალმომრეობით განულდეს, არათუ კრახი განიცადა, არამედ მის წინააღმდეგ იმუშავა და თვითონ გაანულა.

ამიტომ არიან ერთიან სიაზე გაგიჟებულები.

რაც შეეხება ენჯიოების ლიდერებს – მათ პულსი არ ესინჯებათ, საკუთარი ოჯახის წევრებიც არ უსმენენ ისეთი უქარიზმო და უინტერესო ხალხია.

მთავრობაში მათ მხოლოდ უკანა კარიდან შეუძლიათ შესვლა.

ნაცებში მისვლა უტყდებათ (პარტიები ხომ ტეხავს საქალწულე აპკიანი ქაჯებისთვის) და ერთიანი სია მათაც გააპატიოსნებდა.

თვითგამოცხადებული საზოგადო მოღვაწე დეკორაციები სტატუსს მიიღებდნენ, ხოლო მიშა/კეზერა საკუთარ სისუსტეს დამალავდნენ და ამ თვალთმაქცობით აბსოლუტურ ძალაუფლებას ჩაიგდებდნენ [ეცდებოდნენ] ხელში.

მოკლედ, ერთიანი სია ჩაუვარდათ.

ახლა დაიწყება მაგათი სიის შედგენაზე წვალება და ვიცინებთ მაგრად.”

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,060 ნახვა