ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024 ღირსეულ ბრძოლაში დაასრულა.
პირველი გოლი ესპანელთა კარში გავიდა, თუმცა საბოლოოდ საქართველო 1:4 დამარცხდა.
გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ 9 სეივი დააგროვა, ტურნირის მანძილზე კი მან 30-ჯერ მოიგერია კარში დარტყმული ბურთი.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ზე ყველა, ოთხივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.
Facebook Comments Box