ბევრს მიაჩნდა, რომ მეუღლესთან, ოჯახთან, მეგობრებთან ურთიერთობა ბაიდენს აიძულებდა, უარი ეთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა პირიქით მოხდა. ამის შესახებ The New York Times იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტს უახლოესმა ნათესავებმა ბრძოლის გაგრძელება მოსთხოვეს.
სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებული მონდომებით, ბაიდენს მისი შვილი, ჰანტერ ბაიდენი მოუწოდებს, არ მიატოვოს ბრძოლა. ერთ-ერთმა შვილიშვილმა კი, მას შესთავაზა, წინასაარჩევნო კამპანიაში დახმარება, კერძოდ, სოციალურ ქსელებში პოპულარულ პირებთან კონტაქტების დალაგება.
გამოცემა იუწყება, რომ ამჟამად ჯო ბაიდენი მის მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან, ასევე შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად კემპ-დევიდში იმყოფება. ისინი ცდილობენ, „დააწყნარონ დემოკრატები“. ასევე, პრეზიდენტის მრჩევლები ბჭობენ, ღირს თუ არა ბაიდენის პრეს-კონფერენციის ჩატარება, ან ინტერვიუს მიცემა , რათა გადაიფაროს წარუმატებელი დებატები ტრამპთან.