სპორტი

BBC: საქართველომ მთავარ ევროპულ ტურნირზე დებიუტით უნდა იამაყოს

საქართველო გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს ტურნირზე ზღაპრული გამოსვლის შემდეგ, რომლითაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა, – ასე აფასებს ევროპის პირველობაზე ჯვაროსნების წარმატებულ დებიუტს BBC.

„გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც შესანიშნავი თამაშითა და პლეიოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები საფინალო სასტვენის შემდეგ, საკუთარ ადგილებზე დარჩნენ და დიდხანს უძღვნიდნენ აპლოდისმენტებს თავიანთ ფეხბურთელებს“, – ნათქვამია სტატიაში.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას აფასებს რადიო BBC-იც.

„საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა ამ ტურნირზე იმისათვის, რომ მათი ფანები ამაყები იყვნენ. საქართველომ მთავარ ევროპულ ტურნირზე დებიუტით უნდა იამაყოს“, – ნათქვამია პოსტში.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,828,643 ნახვა