პოლიტიკა

უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

უნგრეთი დღეიდან 2024 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

უნგრეთის თავმჯდომარეობამ რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა: ევროკავშირის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერება, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკა, არალეგალური მიგრაციის შეჩერება, ერთსულოვნების პოლიტიკის მომავლის ფორმირება, ფერმერზე ორიენტირებული ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, დემოგრაფიული გამოწვევების მოგვარება.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვეში ერთხელ იცვლება. უნგრეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ბელგიისგან გადაიბარა, დეკემბრიდან კი თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,837,787 ნახვა