გერმანია ყოყმანობს უკრაინის შეიარაღების მხარდაჭერის საკითხში. ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
რასმუსენის აზრით, გერმანიაში ზედმეტად ყოყმანობდნენ, როდესაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეხებოდა საქმე.
„ჩვენ ყველას გვახსოვს რამდენიმეთვიანი დისკუსიები „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების შესახებ. ახლა კანცლერი უარს ამბობს „ტაურუსის“ რაკეტების მიწოდებაზე. მე ნამდვილად არ მესმის, რატომ. ეს ყოყმანი პუტინს მხოლოდ დამატებით სტიმულს აძლევს ომის გასაგრძელებლად“, – აღნიშნა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერაში ყოყმანი შოლცს არა მშვიდობის, არამედ მარადიული ომის კანცლერად აქცევს.
როგორც ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ამბობს, ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს კანცლერს, რაც შეიძლება მალე მოხსნან ყველა შეზღუდვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თვალსაზრისით.