GD Banner
უცხოური მედია

THE GUARDIAN – ევროპელი პოლიტიკოსები დებატებით შეძრწუნებული არიან

გამოცემა „გარდიანი“ ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატების შესახებ ევროპელი პოლიტიკოსების მოსაზრებებს აქვეყნებს.

„ამერიკული დემოკრატია ჩვენ თვალწინ გერონტოკრატიის მიერ იქნა მოკლული“, – წერს ევროპარლამენტის წევრი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაი ვერჰოფშტადტი.

გერმანიის CDU-ს საგარეო პოლიტიკის სპეციალისტის, ნორბერტ როტგენის თქმით, გერმანია გაურკვეველი მომავლისთვის უნდა მოემზადოს.

„ეს ღამე დაუვიწყარი იქნება. დემოკრატებმა ახლა უნდა გადახედონ თავიანთ არჩევანს. გერმანია კი მთელი სისწრაფით უნდა მოემზადოს გაურკვეველი მომავლისთვის. თუ ჩვენ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას ევროპის უსაფრთხოებაზე ახლა, ამას ჩვენს ნაცვლად არავინ გააკეთებს“, – აღნიშნა როტგენმა.

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი კი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს ამის გაკეთება არ შეუძლია.

„ის არ იმსახურებს სამარცხვინო დასასრულს, ის არ იმსახურებს ამას. ცხენების გამოცვლა ყველას მოვალეობაა“, – წერს რენცი.

ცნობისთვის, 28 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა. „სიენენის“ ინფორმაციით, რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტელედებატებს დონალდ ტრამპმა უკეთ გაართვა თავი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,928 ნახვა