GD Banner
სპორტი

ირაკლი კობახიძე – სასურველია, ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან, თითოეული ფეხბურთელი ყველასია და აპოლიტიკური უნდა იყოს სპორტი, ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნებთ

სასურველია, რომ ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან. ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფერო – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სპორტი აპოლიტიკური უნდა იყოს.

„ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა ჩვენს საფეხბურთო წარმატებას მათ შორის, ოპოზიცია ცდილობდა, თავისებური ინტერპრეტაცია მიეცა საფეხბურთო წარმატებისთვის. ზოგადად, სასურველია, ეს სფერო, ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან. ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფერო. ვიღაცები ცდილობენ, რომ სხვანაირად წარმართონ პროცესები, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავუფრთხილდეთ სპორტის აპოლიტიკურობას. აპოლიტიკური უნდა იყოს სპორტი და ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნებთ.

ჩვენ გვყავდა ძალიან რთული მეტოქეები, მათ შორის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვიდრე გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე. ასევე გვყავდა ურთულესი მეტოქეები უკვე ევროპის ჩემპიონატზე, სამი ურთულესი მეტოქე, თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ დადგნენ ორ ფეხზე – თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი მეტაფორა – სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. ორ ფეხზე სადაც დავდგებით, იქ საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,331 ნახვა